ხუთგზის „გრემის“ ჯილდოს მფლობელმა ამერიკულმა პან/როკ ჯგუფმა, Green Day ახალი, რიგით მე-13 სტუდიური ალბომი Father of All Motherfuckers გამოუშვა, ნამუშევარში 10 კომპოზიციაა შესული. ~
შეგახსენებთ, ჩინეთის ტექნოლოგიურ უნისვერსიტეტში ჩატარებული კვლევის საფუძველზე ბენდის კომპოზიცია “American Idiot”– საჭესთან მოსასმენად ყველაზე სახიფათო სიმღერად დასახელდა. უნდა აღინიშნოს, რომ ახალ ალბომშიც მრავლადაა პან-როკისთვის დამახასიათებელი აგრესია.
შეგახსენებთ, მუსიკალური კოლექტივი 2015 წლიდან როკ-ენ-როლის დიდების დარბაზის წევრია.