მამაკაცი, რომელსაც სამართალდამცველები ცოლის გაგუდვის ფაქტზე ეძებდნენ, დღეს გარდაცვლილი იპოვეს. შემთხვევა ახალციხეში დღეს მოხდა. მამაკაცი ქალაქის რეფერალური ჰოსპიტალის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩამომხვრჩვალი ნახეს. ცხედარს ექსპერტიზა უტარდება.
გარდაცვლილი მ.ქ. გუშინ, 10 თებერვლიდან მიმალვაში იყო. მან შვილების თვალწინ ახალგაზრდა ქალის დახრჩობა სცადა და სახლიდან გაიქცა.
სამართალდამცველები გარდაცვლილის სახლში იმყოფებიან, სადაც საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
თბილისში ახალგაზრდა ქალი დაჭრეს
შეგახსენებთ, რომ მამაკაცმა ცოლის გაგუდვა გუშინ 10 თებერვალს სცადა. ახალგაზრდა ქალი, სასწრაფო დახმარების ბრიგადამ, სხეულის დაზიანებებით ახალციხის კლინიკა „იმედში“ გადაიყვანა.