LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარიანა ჩოლოიანი პატიმრობაში რჩება: რას დავობს ადვოკატი

881
BeFunky-collage (72)

15 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული მარიანა ჩოლოიანი კვლავ პატიმრობაში რჩება. მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა მოსამართლემ არ შეცვალა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლელა კალიჩენკომ მიიღო.

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე, ბრალდების მხარე მარიანა ჩოლოიანის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას, დაცვის მხარე კი 10 000-ლარიანი გირაოს გამოყენებას ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

სასამართლო სხდომა დაწყებიდან რამდენიმე წუთში დაიხურა. საქმის პროკურორის, ლევან ქუთათელაძის განცხადებით, პროცესის მიმდინარეობისას გაჟღერდა ისეთი ინფორმაცია, რომელიც არასრულწლოვანთა პერსონალურ მონაცემებს ეხებოდა.

პროკურორი ლევან ქუთათელაძე ამბობს, რომ ჩატარდა წინასასამართლო სხდომა, სადაც დაცვის მხარემ დააყენა შუამდგომლობა მარიანა ჩოლოიანის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეცვლასთან დაკავშირებით, თუმცა ბრალდების მხარე არ დაეთანხმა იმის გათვალისწინებით, რომ საქმეზე არსებობს კონკრეტული საფრთხეები, რომელთაც სამართალწარმოებისთვის შეუძლიათ ხელისშეშლა ეს გახლავთ მოწმეებზე ზემოქმედების და ახალი დანაშაულის საფრთხე”.

ჩოლოიანის ინტერესებს 5 ადვოკატი იცავს – სასამართლო სხდომა დაიხურა


ადვოკატი გაგი მოსიაშვილი:

„სასამართლომ დაცვის მხარის პოზიცია არ გაიზიარა. ბრალმდებლის მხრიდან მოვისმინეთ დაუსაბუთებელი პოზიცია, რომ პირი ჩაიდენს ხელახლა დანაშაულს. ეს არის შაბლონური სიტყვები. მიგვაჩნია, რომ აღნიშნულ შემთხვევაში სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არის უსამართლო, თუმცა ჩვენ ვაგრძელებთ სამართლებრივ ბრძოლას. ჩვენი მიზანია, რომ საზოგადოებამ და ასევე სასამართლომ ობიექტური დამკვირვებლის როლში მოისმინოს ამბავი, რომელიც ეხება მარიანა ჩოლოიანს და საქმის არსებითი განხილვის შემდეგ მიიღონ გადაწყვეტილება. ბრალდების მხარემ დღემდე სასამართლოში წარმოადგინა მხოლოდ ერთადერთი დაინტერესებული პირის ჩვენება, რომელიც ამბობს, რომ მარიანა ჩოლოიანმა მოტყუებით და იძულებით განახორციელა პირზე ზეწოლა. დანარჩენი ნეიტრალურია. ჩვენ ვაპირებთ სასამართლოში, როგორც ბრალდების მიერ მოძიებული მტკიცებულებების სამართლებრივი, ასევე ჩვენს მიერ წარდგენილი მტკიცებულებების ანალიზით მარიანა ჩოლოიანის მიმართ ბრალის უარყოფის საკითხთან დაკავშირებით გამამართლებელი განაჩენის გამოტანისთვის ბრძოლას“.

ბრალდებული დღევანდელ სასამართლო პროცესს, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ დასწრებია.  მისმა ადვოკატებმა განაცხადეს, რომ  ჩოლოიანი შეუძლოდ არის და მედიკოსების მეთვალყურეობას საჭიროებს.

გამომძიებელმა უთხრა ლუკა სირაძეს, რომ დანაშაულის არაღიარების შემთხვევაში, მის ძმას შეექმნებოდა პრობლემები – სახელმწიფო ინსპექტორი

შეგახსენებთ, ჩოლოიანს 15 წლის მოზარდის, ლუკა სირაძის მიმართ ჩვენების იძულების მიცემაში ადანაშაულებენ. საუბარია სამსახურებრივ გადაცდომაზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g