LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პროექტების რაოდენობა და ხარისხი იზრდება: რეგიონებში უპრეცედენტო საქმე გაკეთდა

92
86179577-3109065785793189-4798576353467170816-o

2019 წელს, რეგიონებში მთლიანობაში 6774 პროექტი განხორციელდა, რომლებიც 402 მილიონი ლარით დაფინანსდა.

როგორც რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილიმა რეგიონებში განხორციელებული პროექტების 2019 წლის ანგარიშისა და 2020 წლის გეგმების პრეზენტაციაზე განაცხადა, გასულ წელს უპრცედენტო მასშტაბის სამუშაო ჩატარდა.

“ეს არის მხოლოდ რიცხვები, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების დინამიკა არის მზარდი. ჩვენი ერთობლივი მუშაობის შედეგად განხორციელებული სისტემური ცვლილებების შედეგად, არა თუ მხოლოდ პროექტების რაოდენობა და მათი შესრულების ხარისხი გაიზარდა, არამედ სულ უფრო მეტი ქართული კომპანიის მონაწილება გახდა შესაძლებელი პროექტებში”, – განაცხადა ცქიტიშვილმა.

რეგიონებში განხორციელებელ პროექტებში მონაწილეობა 1000-ზე მეტმა კომპანიამ მიიღო. ასევე 2019 წელს 100-ზე მეტი კომპანია შეიქმნა, რომელთაც მცირე ღირებულების შესყიდვებში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა მიეცათ, რაც შემდგომში მათ განვითარებასა და გამოცდილების დაგროვებაში დაეხმარებათ. ასევე დასაქმებული იყო 15 000-ზე მეტი ადამიანი.

“15 000-ზე მეტი ადამიანი იყო დასაქმებული ამ პროექტებში, რაც ნიშნავს, რომ ამ თანხებით ჩვენ არა მხოლოდ საბაზისო ინფრასტრუქტურას ვაწესრიგებთ, არამედ ჩვენი ეკონომიკის განვითარებასაც ვუწყობთ ხელს”, – აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.

პრეზენტაციაზე 2019 წელს განხორციელებული ისეთი მნიშველოვანი პროექტების შესახებ ისაუბრეს, როგორიცაა:

  • სკოლების განახლების და მცირე რეაბილიტაციის პროგრამა: რეგიონებში მთლიანობაში 40 მილიონი ლარის ოდენობთ ინვესტიციის შედეგად 642 სკოლის მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა. ასევე მაღაროსკარში, შატილსა და ბარისახოში არსებული სკოლა-პანსიონატების რეაბილიტაცია მოხდა.
  • სხვადასხვა რეგიონში დაიწყო 105 ახალი ამბულატორიის მშენებლობა დაიწყო, ხოლო განხორციელდა 200-ზე მეტი ამბულატრიის რეაბილიტაცია;
  • სხვადასხვა რეგიონში 41 ახალი სასწრაფო დახმარების ცენტრის მშენებლობა დაიწყო. 2020 წლის განმავლობაში ჯანდაცვის სამინისტრო ამ ობიექტების აღჭურვას მოახდენს;
  • გატარდა სტიქიის პრევენციის პროგრამა: მდინარის კალაპოტის წმენდა, სანიაღვრე არხების და კოლექტორის წმენდა, ხევების წმენდა, ნაპირსამაგრი და დამცავი კედლების მოწყობა, სანიაღვრე არხების მოწყობა.

 

როგორც მაია ცქიტიშვილმა განაცხადა 2019 წელს თითოეულ დასახლებაში სულ მცირე 1 პროექტი მაინც გაკეთდა.

“ყველა ეს პროექტი ემსახურება ჩვენს რეგიონებში იმ საბაზისო ინფრასტრუქტურის განახლებას, რომელიც ჯერ კიდევ საჭიროებს ბევრ ინვესტიციას. ესაა გზები, ლოკალური წყალგაყვანილობის ქსელების მოწყობა, გარე განათება, პარკები, სკვერები, მცირე სპორტული ნაგებობი და ა.შ.” – აღნიშნა ცქიტიშვილმა.

2020 წელს განსახორციელებელი პროექტებისთვის 350 მილიონი ლარია გამოყოფილი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები