ქუთაისში, ქალაქის თითქმის 60%-ს ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდა. მიზეზი “სოკარ გაზის” გაზგანმანაწილებელ ქსელში მომხდარი ავარიაა.
ქალაქის მასშტაბით 20 სკოლასა და 17 საბავშვო ბაღში ბუნებრივი აირის შეწყვეტის გამო სასწავლო პროცესი 1 დღით შეჩერდა. როგორც განათლების რესურსცენტრში აცხადებენ, ბავშვების უსაფრთხოების გამო სასწავლო პროცესის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღეს, გაცდენილი დღე კი შაბათ დღეს ანაზღაურდება.
ქუთაისი ნაწილს გაზმომარაგება გუშინ აღუდგა, დარჩენილი სამუშაოები კი დღეს დასრულდება.