LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„შეუძლოდ ვარ, უნდა გავიდე” – ელტონ ჯონი კონცერტის დროს ცუდად გახდა (ვიდეო)

1421
1581885124578

ლეგენდარული ბრიტანელი მუსიკოსის, სერ ელტონ ჯონის ახალ ზელანდიაში გამართული გრანდიოზული კონცერტი მოულოდნელად შეწყდა. 72 წლის მუსიკოსმა როიალთან ცნობილი ჰიტის, Daneil შესრულება დაიწყო, როცა მოულოდნელად ცუდად გახდა: „ბოდიში, ხმა დავკარე, შეუძლოდ ვარ, უნდა გავიდე”, – მიმართა მსმენელს ელტონ ჯონმა. მალევე მის დასახმარებლად სცენაზე სამედიცინ პერსონალი ავიდა და მუსიკოსის სასწრაფოდ კლინიკაში გადაყვანა გახდა საჭირო.

ცოტა ხნით ადრე ელტონ ჯონმა ფანებთან საუბრისას განაცხადა, რომ მას პნევმონია აქვს და ფილტვების ანთება ფეხზე გადაიტანა. სავარაუდოდ, სწორედ ეს გახდა ელტონ ჯონის სცენაზე ცუდად გახდომის მიზეზიც.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g