LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხმალაძეს საკონსტიტუციო კომისიის შემადგენლობის პოლიტიკურ ნაწილზე საუბარი უჭირს

128

ყოფილი დეპუტატი, ვახტანგ ხმალაძე ამბობს, რომ წინა საკონსტუტიტუციო კომისიის დროსაც ჰქონდა ბევრს იმედი, რომ შედეგიანად იმუშავებდა,მაგრამ „ეს ასე არ მოხდა.“

“რა იქნება გამოჩნდება ახლო მომავალში. კომისიის შემადგენლობის არაპოლიტიკურ ნაწილზე შეიძლია ვთქვა, რომ ჩემი აზრით, აკმაყოფილებს იმ პირობებს, რაც მოეთხოვება საკონსტიტუციო კომისიის წევრებს. ისინი არიან საკმაო გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მქონენი, პოლიტიკურ ნაწილზე კი გამიჭირდება შეფასება, რადგან ნაწილს არ ვიცნობ, ვინ არის და ძალიან ბევრი რამ ამ პოლიტიკურ ნაწილზე იქნება დამოკიდებული გადაწყვეტილების მიღება იმიტომ, რომ მმართველი პარტიის, ოპოზიციის წარმომადგენლები ჯამში არიან კომისიის შემადგენლობის უმრავლესობა, ამიტომ, მათზე იქნება ბევრი რამ დამოკიდებული”, – აღნიშნა ვახტანგ ხმალაძემ.

საკონსტიტუციო კომისიის პირველი სხდომა უკვე დაიწყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g