თუ თქვენს მამაკაცს სურს, რომ თქვენს თვალში უფრო მიმზიდველი გამოჩნდეს, სამზარეულოში დაასაქმეთ და საოჯახო საქმეების შესრულებაში დაიხმარეთ. მეცნიერების მტკიცებით, ასეთი კაცები ქალებისთვის უფრო სასურველები არიან.
კალიფორნიის უნივერსიტეტის სოციოლოგების, სკოტ კოლტრენისა და მიშელ ადამსის მიერ ჩატარებული კვლევებით დადგინდა, რომ ქალები იხიბლებიან ისეთი მამაკაცებით, რომლებიც ამზადებენ საჭმელს, ასრულებენ სახლის საქმეებს და ზრუნავენ სახლის სისუფთავეზე.
Alright @NBCTheVoice – I'm a man of his word!! How do you like your eggs #TEAMUSHER?? pic.twitter.com/Ai7OmQE3Xs
— Usher Raymond IV (@Usher) May 23, 2014
სოციოლოგების ამ მოსაზრებას ამტკიცებს მცირე ხნის წინ ჩატარებული კვლევა, სადაც აღნიშნულია, რომ წყვილები, რომლებიც საოჯახო საქმეებს თანაბრად იზიარებენ, უფრო ბედნიერები და კმაყოფილები არიან.
https://www.instagram.com/p/xD4NRZSdsL/?utm_source=ig_embed
ოჯახური ბედნიერების განმაპირობებელი მიზეზების შესწავლა მკვლევარების ინტერესის საგანი მუდმივად ხდება. მაგალითად, ექიმ გოთმანის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, როცა მამაკაცი სახლის საქმეებს აკეთებს, ამით სიყვარულსა და პატივისცემას გამოხატვას, რაც სერიოზული საფუძველია ოჯახის სიმტკიცისა და ბედნიერების.
https://www.instagram.com/p/BEJbtUHppRv/?utm_source=ig_embed
ოჯახში საქმიანი მამაკაცების კიდევ ერთი ბენეფიტი – როცა კაცი სახლის საქმეებს აკეთებს, მათ შორის, მონაწილეობას იღებს ბავშვის აღზრდაში, ეს კარგი მაგალითია პატარებისთვისაც.
როცა ბავშვი ხედავს, რომ მამა დედის მსგავსად აკეთებს საოჯახო საქმეებს, ისინი უფრო კომუნიკაბელურები და მეგობრულები არიან. ამასთან, მამის ამგვარი მისაბაძი მაგალითი ბავშვებს საზოგადოებაში კავშირების დამყარების უნარს უვითარებს.