LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გურჯაანში ცხოველთა თავშესაფრის მშენებლობა მალე დასრულდება

85
BeFunky-collage (91)

გურჯაანში ცხოველთა თავშესაფრის მშენებლობა მიმდინარეობს. პროექტი საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, გურჯაანის ცხოველთა თავშესაფარი შემოღობილ ტერიტორიაზე განთავსდება და ადმინისტრაციული და კარანტინის შენობებით, ვეტერინარული კლინიკით, ლაბორატორიით, ვოლიერებითა და ყველა სხვა აუცილებელი ინფრასტრუქტურით აღიჭურვება.

თავშესაფარში იმუშავებს 24-საათიანი „ქოლცენტრი“, რომლის მეშვეობითაც მოხდება გამოძახება ცხოველის გადასაყვანად. თავშესაფრის ფუნქციებში შევა ასევე, ცხოველის პატრონის დადგენის ან ახლის მოძიების მიზნით ღონისძიებების გატარება, ცხოველთადაცვით ორგანიზაციებთან ერთად ცხოველებზე ზრუნვისკენ მიმართული საინფორმაციო კამპანიების წარმოება.

სამინისტროს ცნობით, პროექტის დასრულების შემდეგ, მიუსაფარი ცხოველების პრობლემა რეგიონში სრულად მოგვარდება.

ბათუმის მერია უპატრონო ძაღლების საპილოტე პროგრამას იწყებს – რას გულისხმობს “კუპატას პროგრამა“

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g