ტანზანიის პრეზიდენტი ხელის ჩამორთმევის ნაცვლად ფეხით მისალმებას ამჯობინებს. ამის ამსახველი ფოტო ტანზანიის მთავრობამ გაავრცელა, რომელზეც ქვეყნის პრეზიდენტი განსხვავებული წესით ესალმება ოპოზიციონერ პოლიტიკოსს.
ტანზანიის პრეზიდენტი ამბობს, რომ მისალმების აღნიშნული ფორმით კორონავუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად ჯანმრთელობის დაცვის ახალი ზომებს მიმართავს.
კორონავირუსის გამო, არაერთი ქვეყნის მთავრობამ მოუწოდა მოქალაქეებს, თავი შეიკავონ ჩახუტების, კოცნისა და ხელის ჩამორთმევისგან.