ქობულეთის სოფელ ჭახათში 76 წლის მამაკაცი ხანძარს ემსხვერპლა.
წინასწარი ინფორმაციით, მამაკაცი ეზოში თივას წვავდა, რამაც ხანძარი გამოიწვია. მამაკაცმა თავის დაღწევა ვეღარ მოახერხა და ადგილზე გარდაიცვალა.
ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარების ჯგუფები და საპატრულო პოლიცია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 18-ე მუხლის მესამე ნაწილით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ადამიანის სიცოცხლის მოსპობას ითვალისწინებს.
