კონკურსის „წლის მსოფლიო ავტომობილი“ ჟიურიმ ფინალისტები შეარჩია და მთავარი პრიზისთვის ბრძოლას სწორედ ისინი განაგრძობენ. სამეულში Mazda–ს ორი მოდელი და Kia–ს კროსოვერი მოხვდა.
ყველაზე საპატიო წოდებისთვის ახალი Mazda3, კომპაქტური კროსოვერი Mazda CX-30 და რვა–ადგილიანი კროსოვერი Kia Telluride იბრძოლებენ. ფინალისტთა შერჩევაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელი 86 ჟურნალისტი მონაწილეობდა.
„საუკეთესო საქალაქო ავტომობილის“ წოდებისთვის ელექტრონული Kia Soul, ელემენტიანი MINI Cooper და კომპაქტური კროსოვერი Volkswagen T-Cross შეერკინებიან. ყველაზე მდიდრული ავტომობილის ტიტულის მოპოვების შანსი კი Mercedes-Benz EQC–ს, Porsche 911–ს ან Porsche Taycan–ს ექნება.
სპეციალური ჯილდო გადაეცემა საუკეთესო დიზაინის მქონე ავტომობილსაც და ამ ნომინაციაში ჟიურიმ Mazda3, Peugeot 208 და ელექტროქარი Porsche Taycan გამოყო.