„ფეისბუქზე“ ვრცელდება მოწოდება იმასთან დაკავშირებით, რომ კიდევ ერთ პატარას სჭირდება ჩვენი ფინანსური დახმარება. საუბარია სასულიერო პირი, მამა ვახტანგის შვილზე. იოანეს პრობლემა თავის ტვინზე შეექმნა და მისთვის მკურნალობის გაგრძელება აუცილებელია.
სოცქსელში შემდეგი სახის განცხადება ვრცელდება:
„მამა ვახტანგის შვილს დახმარება სჭირდება…
ეს არის პატარა იოანე, რომელიც დიაკონი მამა ვახტანგის შვილია, მას თავის ტვინის პოსტნარკოზული ტრავმა დაუდგინდა. საქართველოში ერთწლიანი მკურნალობის შემდეგ იოანეს წინსვლა არ ჰქონდა, ამიტომ მშობლებმა მისი ჩინეთში, პეკინში წაყვანა გადაწყვიტეს.
პირველი სამთვიანი აქტიური და ძალიან ძლიერი კურსის შემდეგ ბავშვის მდგომარეობა გაუმჯობესდა. პირველი კურსის შემდეგ კიდევ მოახერხეს წასვლა და ყოველი კურსი არის წინსვლა იოანეს ჯანმრთელობაში, მას უკვე შეუძლია ცოტა ხნით ჯდომა, ბგერების გამოთქმა. მიჰყვება მარტივ ინსტრუქციებს, გამოხატავს ემოციურად ყველაფერს. ძალიან მოსიყვარულეა.
აქაც აქტიურად აგრძელებენ რეაბილიტაციას სახელმწიფოს პროგრამული კურსით, მაგრამ ისეც ჩინეთში თუ არ წაიყვანეს, რასაც მიაღწიეს, ისიც დაიკარგება.
იოანეს ესაჭიროება მუდმივი მკურნალობა და რეაბილიტაცია. გთხოვთ, კიდევ ერთხელ გულთან მიიტანეთ იოანეს მდგომარეობა და დაგვეხმარეთ მის გამოჯანმრთელებაში.
მოქმედებს საბანკო ანგარიშები:
თიბისი ბანკში-GE77TB7561936080100004
მიმღები: „წმინდა გაბრიელის საქველმოქმედო ფონდი“
ასევე: „საქართველოს ბანკის“ აპარატებიდან
GE 42BG0000000649707800
მიმღები ს.გ. პირადი ნომერი 19001029497
მოქმედებს ტელეფონის ნომერი 0901700471 („ბილაინის“ აბონენტებო) ზარის ღირებულებაა 1ლარი… გმადლობთ“