LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში, ბალნეოლოგიურის შენობაში სასტუმრო გაიხსნება

106

“თბილისის ბალნეოლოგიური კურორტის” შენობაში სასტუმრო განთავსდება. კურორტი კომპანია „იალონის“ საკუთრებაში გადადის. აღნიშნულის სანაცვლოდ კი კომპანია სახელმწიფოს 3 მიწის ნაკვეთს გადასცემს, ასევე გადაიხდის ქონების საბაზრო ღირებულებებს შორის სხვაობას- 2 357 234 ლარს.

შეთანხმების მიხედვით, ”იალონი” ვალდებულია, რომ ადგილზე არანაკლებ 30 ნომრიანი სასტუმროს გახსნა უზრუნველყოს და ამისთვის 8 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელოს. ამასთან, კომპანია ვალდებულებას იღებს, რომ კურორტზე დასაქმებული პერსონალის არანაკლებ 80%-თან შეინარჩუნებს შრომით ურთიერთობას, მათი თანხობის შემთხვევაში.

ცნობისთვის, თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი, რომელიც გორგასლის ქუჩაზე მდებარეობს, საქართველოს კურორტოლოგიის, ფიზიოთერაპიის, რეაბილიტაციის და სამკურნალო ტერიზმის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრია. ის მომხმარებელს უნიკალურ ბუნებრივ გამაჯანსაღებელ მკურნალობას სთავაზობს: მინერალური გოგირდოვანი წყლის აბაზანებს, ვულკანური წარმოშობის საკურნალო ტალახის აპლიკაციებს, ფიზიოთერაპიას, სამკურნალო, გამაჯანსაღებელ სხვადასხვა სახის მასაჟს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g