საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე, ნინო ზამბახიძე კორონავირუსთან დაკავშირებით დამშვიდების მიზეზს ვერ ხედავს და წერს, რომ კარგი იქნებოდა, თუკი სახელმწიფო ადამიანებს პირველადი დახმარების გაწევის კუთხით გადაამზადებდა.
გთავაზობთ მის სტატუსს:
„გადავხედე მსოფლიო სტატისტიკას კორონავირუსთან დაკავშირებით და არაფერი სახარბიელო არ ჩანს! ამბობენ, რომ საქართველოში ამ ეტაპზე არ დგას საგანგებო მდგომარეობაზე გადასვლის საკითხიო, მაგრამ შორს არ ვართ, რასაც ვაკვირდები. მარტო სახელმწიფო და კერძო სექტორი ვერაფერს გახდება, მე და ჩემი გუნდი გამოვდივართ ინიციატივით, რომ შევქმნათ საკოორდინაციო ჯგუფი, სახელმწიფოს ვთხოვოთ გადაგვამზადონ და მინიმუმ პირველადი დახმარება ან სხვა სახის დახმარება გავუწიოთ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს თუ დადგება ამის საჭიროება! რაც მეტი ადამიანი შემოგვიერთდება, მით უკეთესი! რაც გამოგვდის კარგად, არის კრიზისულ სიტუაციაში ერთად დგომა, ჰოდა, ახლა უფრო მეტი პასუხისმგებლობა გვმართებს. ერთი ყველასთვის და ყველა ერთისთვის!“