LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული პირველი პაციენტი გამოჯანმრთელდა

5638
BeFunky-collage (2)

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ დღევანდელი ბრიფინგი სასიამოვნო სიახლით დაიწყო. მისი განცხადებით, დღევანდელმა ანალიზებმა აჩვენა, რომ კორონავირუსით ინფიცირებული პირველი პაციენტი, გამოჯანმრთელებულია.

როგორც ეზუგბაიამ აღნიშნა, გუშინ მასთან ტესტირება განმეორდა და  “კოვიდ 19-ზე” უარყოფითი პასუხი მიიღეს. ამასთან, ეზუგბაიმ აღნიშნა, რომ პროტოკოლის მიხედვით, 24 საათში საჭიროა კიდევ ერთი ტესტის ჩატარება, რათა დაზუსტებით ითქვას, რომ კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი სრულად გამოჯანმრთელდა.

“იცით, რომ პირველი პაციენტი, რომელსაც დაუდასტურდა ახალი კორონავირუსი, ეს იყო 26 თებერვალი, მასთან ტესტი მე-14 დღეს გაკეთდა და მაშინ მივიღეთ პასუხი მცირე კონცენტრაციით. მასთან ტესტირება გუშინ განმეორდა და პასუხი მივიღეთ უარყოფითი. ეს ძალიან კარგი ფაქტია, მაგრამ წესის მიხედვით, პროტოკოლურად აუცილებელია, რომ 24 საათის ინტერვალში კიდევ ერთხელ განმეორდეს ტესტირება და თუ მეორედაც უარყოფით პასუხს მივიღებთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ პაციენტი გამოჯანმრთელებულია. იმედი გვაქვს, რომ ეს მართლაც ასე იქნება”, – განაცხადა ეზუგბაიამ.

WHO-ს გენერალურმა დირექტორმა საქართველოს მაღალი შეფასება მისცა – რაზე ისაუბრეს ზურაბიშვილმა და გებრეიესუსმა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g