LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

WHO-ს გენერალურმა დირექტორმა საქართველოს მაღალი შეფასება მისცა – რაზე ისაუბრეს ზურაბიშვილმა და გებრეიესუსმა

213
BeFunky-collage (2)

საქართველოს პრეზიდენტსა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს ტედროს ადანომ გებრეიესუსს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.
საუბარი საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით გაიმართა და პრეზიდენტმა ტედროს გებრეიესუსთან ახალ კორონავისრუსთან დაკავშირებით ქვეყანაში არსებული ვითარება განიხილა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა დაადასტურა, რომ ახალი კორონავირუსის დაძლევის პროცესში ორგანიზაცია საქართველოს კვლავ აქტიურად გაუწევს ტექნიკურ და საექსპერტო დახმარებას. მან მაღალი შეფასება მისცა საქართველოს მხრიდან კორონავირუსის გავრცელების საფრთხისადმი რეაგირებას.

სახელმწიფო უწყებებსა და კერძო სტუქტურებს რეკომენდაცია ეძლევათ დისტანციურ მუშაობაზე გადავიდნენ

სომხეთთან და აზერბაიჯანთან გადაადგილება დროებით იზღუდება

სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო ზედმიწევნით მიჰყვება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებს, ქვეყანაში სიტუაცია კონტროლსა და მართვას ექვემდებარება. საქართველოს პრეზიდენტმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელისგან მიიღო პირობა ვირუსთან გამკლავების კუთხით ტექნიკური და საექსპერტო მხარდაჭერის კვლავ გაგრძელების შესახებ.

ანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა აღნიშნა, რომ ორგანიზაცია საქართველოს ხელისუფლებასთან კოორდინირებულ მუშაობასა და მჭიდრო თანამშრომლობას კვლავაც გააგრძელებს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა საქართველოს პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა იმ ზომებისათვის, რომლებიც საქართველოს ხელისუფლებამ ახალი კორონავირუსის პრევენციისათვის გაატარა და განაცხადა, რომ დღევანდელი კომუნიკაციაც სწორედ თანამშრომლობისათვის სრული მზაობისა და მაღალი პოლიტიკური ნების გამოხატულებაა.

საუბრისას განიხილეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობაში კორონავირუსის გავრცელების რისკებისგან დაცვის მნიშვნელობა და აუცილებლობა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელის განცხადებით, ორგანიზაცია მის ხელთ არსებულ ყველა რესურს გამოიყენებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის პანდემიისგან დასაცავად.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები