LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სომხეთთან და აზერბაიჯანთან გადაადგილება დროებით იზღუდება

129
საზღვარი

14 მარტიდან, 10 დღის განმავლობაში საქართველო-სომხეთსა და საქართველო-აზერბაიჯანს შორის მოქალაქეების გადაადგილების დროებით შეჩერდება.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, გიორგი გახარია ტელეფონით ესაუბრა სომეხ და აზერბაიჯანელ კოლეგებს.

„სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანსა და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვთან საუბრის შედეგად, მიღებულია ერთობლივი გადაწყვეტილება, 2020 წლის 14 მარტიდან, 10 დღის განმავლობაში საქართველო-სომხეთსა და საქართველო-აზერბაიჯანს შორის მოქალაქეების გადაადგილების დროებით შეჩერების შესახებ.

ამასთან, მხარეები შეთანხმდნენ, რომ უზრუნველყოფენ სამშობლოში დაბრუნების სურვილის მქონე საკუთარი მოქალაქეების ქვეყანაში შეუფერხებელ შესვლას. შეზღუდვები არ ვრცელდება სატვირთო გადაზიდვებზე“,- ნათქვამია ინფორამციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები