LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეუფე გერასიმე ზიარების შესახებ: ეკლესია არასდროს შეცვლის დადგენილ წესს, თვითონ ვირუსის მატარებელმა ადამიანებმა შეიკავონ თავი

147
ba389d0e37734d4932d7d086cd1aa224

ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი, გერასიმე შარაშენიძე აცხადებს, რომ ეკლესია ზიარების წესს არასოდეს შეცვლის.

ის ადამიანებს ურჩევს, თუ ვირუსი აქვთ თვითონ შეიკავონ თავი ზიარებისგან.

“ეკლესია არასდროს შეცვლის წმინდა მამების დადგენილ წესს და უმჯობესია თვითონ ადამიანებმა შეიკავონ თავი, თუ ვირუსის მატარებლები არიან”,- ამბობს მიტროპილიტი.

ის ასევე აღნიშნავს, რომ თუ ინფიცირებულ პაციენტებს ენდომებათ ზიარება, მათთან სასულიერო პირები თავად მივლენ და აზიარებენ.

ამასთან, დღეს მიტროპილიტმა გერესიმემ მრევლს ხელნაკეთი ანტისეპტიკური ხსნარი დაურიგა და მრევლს ლოცვების გაძლიერებისკენ მოუწოდა.

ცნობისთვის, საპატრიარქომ ერთჯერადი კოვზით ზიარებაზე უარი თქვა. ამასთან, საპატრიარქო დასაშვებად მიიჩნევს, რომ ზიარების შემდგომ სასმელის მიღება საკუთარი ან ერთჯერადი ჭიქებით მოხდეს.

ზიარების შემდგომ სასმელის მიღება საკუთარი ან ერთჯერადი ჭიქებით მოხდეს – საპატრიარქო

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები