“ევროპული საქართველო” კორონავირუსის გავრცელებით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის ფონზე, მთავრობას ახალი ინიციატივით მიმართავს: 8 თვით შეჩერდეს სავალდებული საპენსიო შეტანი. მათი თქმით, ეს სიახლე მოსახლეობას მნიშვნელოვნად შეუმსუბუქებს მდგომარეობას.
კორონავირუსით ინფიცირებული პირველი პაციენტი სრულად გამოჯანმრთელდა - პირი კლინიკას, სავარაუდოდ, დღეს დატოვებს
ბოლო ინფორმაცია ინფექციური საავადმყოფოდან – ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე, ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ აღნიშნა, რომ საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული პირველი პაციენტი სრულად გამოჯანმრთელდა. მას ზედიზედ ორი ტესტით კორონავირუსზე უარყოფითი პასუხი დაუდგინდა. საუბარია პირზე, რომელიც 26 თებერვალს ირანიდან შემოვიდა. პაციენტი კლინიკას სავარაუდოდ, დღეს დატოვებს და ერთი კვირის განმავლობაში თვითიზოლაციაში იქნება. რაც შეეხება მეორე პაციენტს, რომელსაც ასევე უარყოფითი პასუხი აქვს, განმეორებით […]
პარტიაში აცხადებენ, რომ ამ ინიციატივის განხორციელების შემთხვევაში, ბიუჯეტში 133.3 მილიონი ლარი გამოთავისუფლდება, ამ თანხით კი სახელმწიფო ჯანდაცვის და სოციალური ხარჯების დაფარვას შეძლებს.
“დასაქმებულებს 108.2 მლნ ლარი დარჩებათ, რასაც ისინი საკუთარი მზარდი ხარჯების დასაფარავად გამოიყენებენ; მეწარმეებსა და დამსაქმებლებს დარჩებათ 83.1 მლნ ლარი, რაც შეასუსტებს სამუშაო ადგილების დაკარგვას და უმუშევრობის ზრდას; სახელმწიფო ბიუჯეტში გამოთავისუფლდება 133.3 მლნ ლარი, რაც საჭირო იქნება ჯანდაცვისა და სოციალური ხარჯების დასაფარავად”, – აცხადებენ პარტიაში.