LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“თანამშრომლებს მიეცით და ოჯახებს მოახმარეთ“ – კომპანია, რომელმაც ქირის ფულის მიღებაზე უარი განაცხადა

291
960x0 (1)

კორონავირუსის პანდემიის ფონზე, ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის რეკომენდაციების გათვალისწინებით, მსოფლიო მასშტაბით ასეულობით ობიექტები, რომელთა ფუნქციონირებაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი არ არის, იღებს გადაწვეტილებას მუშაობა დროებით შეწყვიტოს. შესაბამისად, მშრომელთა ნაწილი ხელფასის ან სამსახურის გარეშე რჩება.

კორონავირუსის გამო შექმნილი კრიზისის ფონზე, ზოგიერთი ბიზნესი მაქსიმალურად სოლიდარულია. საქმე იმაშია, რომ აშშ-ში, კერძოდ, არკანზასში მდებარე კომპანია Young Investment Company-მ, რომელიც ფართს რამდენიმე რესტორანს აქირავებს, მიიღო გადაწყვეტილება ქირის ფული არ აიღოს და სანაცვლოდ ეს თანხა თანამშრომლებისთვის მოხმარდეს. ინფორმაციას კომპანია საკუთარ ფეისბუქგვერდზე ავრცელებს.

„გთხოვთ, რომ ეს ფული თქვენს თანამშრომლებს მისცეთ და ოჯახებს მოახმაროთ. იყავით ძლიერები! ამას ერთად გადავლახავთ!“, — ნათქვამია განცხადებაში.

https://www.facebook.com/younginvestmentcompany/posts/10157536541269094?__tn__=-R

 

ცნობისთვის, აშშ-ის სენატმა კორონავირუს, „კოვიდ 19“-თან საბრძოლველად, 105 მილიარდი დოლარის ღირებულების დახმარების პაკეტი დაამტკიცა. გეგმა მოიცავს დაავადებულების გაფართოებულ დაზღვევას, რომლებსაც არ ჰყოფნით სარგებელი, ასევე კორონავირუსზე უფასო ტესტირებას.

ერთი ტრილიონი დოლარი ხალხს: ტრამპი კორონავირუსთან საბრძოლველად ინიციატივით გამოდის

 

<
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები