LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ერთი ტრილიონი დოლარი ხალხს: ტრამპი კორონავირუსთან საბრძოლველად ინიციატივით გამოდის

21442
BeFunky-collage (1)

„ამერიკელებს ახლა ნაღდი ფული სჭირდებათ და პრეზიდენტს სურს, მისცეს ნაღდი ფული. ვგულისხმობ მომავალი ორი კვირის განმავლობაში,”- ეს განცხადება აშშ-ის სახაზინო მდივანმა, სტივენ მნუჩინმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

სააგენტო „ბლუმბერგი“ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია კორონავირუსის გამო, ეკონომიკის სტიმულირებისთვის 1,2 ტრილიონი დოლარის გამოყოფას გეგმავს.

“ეს არის დიდი რიცხვი და ძალიან მასშტაბური სიტუაცია ეკონომიკაში, ჩვენი ინიციატივაც ამას გულისხმობს, ერთი ტრილიონი დოლარის ჩადებას“, – აცხადებს სტივენ მნუჩინი.

შეთანხმება შედგა – ევროკავშირი საზღვრებს 30 დღით კეტავს

მისივე განმარტებით, ამ ინიციატივის ფარგლებში, თითოეული ამერიკელი, ორი კვირის განმავლობაში, ათასი დოლარის ქვითარს მიიღებს. ამასთან, 50 მილიარდი დოლარი იმ ავიაკომპანიებისთვის გამოიყოფა, რომლებსაც კორონავირუსის გავრცელების გამო, გაკოტრების საფრთხის საფრთხე ემუქრება.

სტივენ მნუჩინმა რესპუბლიკელი სენატორები გააფრთხილა, რომ კორონავირუსის პანდემიის შედეგად აშშ-ში უმუშევრობის დონე შესაძლოა, 20%-მდე გაიზარდოს.

„ბლუმბერგის“ ცნობით, 300 მილიარდი დოლარი მცირე ბიზნესისთვის კრედიტების სახით გაიცემა, 200 მილიარდი დოლარი სტაბილიზაციის ფონდებისთვის გამოიყოფა.

აშშ-ში კორონავირუსის ვაქცინის ტესტირება დაიწყო

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g