LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შეთანხმება შედგა – ევროკავშირი საზღვრებს 30 დღით კეტავს

294
BeFunky-collage (2)

ევროკავშირის წევრი სახელმწიფოთა ლიდერები შეთანხმდნენ 30 დღით შეზღუდონ შესვლა ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების მოქალაქეებისთვის. გამოცემა Der Spiegel-ის ცნობით, ამის შესახებ განცხადება გერმანიის კანცლერმა გააკეთა.

ანგელა მერკელის თქმით, დაწესებული შეზღუდვების თანახმად, ევროკავშირის მოქალაქეებს გერმანიაში შესვლა სატრანზიტო წესით შეეძლებათ. ევროკავშირის მოქალაქეების გარდა, გერმანიის ტერიტორიაზე სატრანზიტო წესით გადაადგილება შეეძლებათ ევროკავშირში ბინადრობის უფლებისა და ხანგრძლივი ვიზის მქონე ადამიანებსაც.

13 დაინფიცირებული და 900-ზე მეტი გამოჯანმრთელებული – ჩინეთში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობა მცირდება

ამ დროისთვის, ახალი კორონავირუსის შემთხვევები ევროპის კონტინენტის უკლებლივ ყველა ქვეყანაშია გამოვლენილი. ვითარება კვლავ კრიტიკულია იტალიაში. ქვეყანაში ბოლო ერთ დღეში გარდაცვალების 345 და ინფიცირების 3 ათას 500-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა. საერთო ჯამში, იტალიაში კორონავირუსმა 2 ათას 500-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა.

თურქეთში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g