ბოლო 24 საათის განმავლობაში ჩინეთში კორონავირუსით ინფიცირების 13 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაცვლილთა რიცხვი 11-ით გაიზარდა, რაც შეეხება გამოჯანმრთელებულ პაციენტებს, ქვეყნის ჯანდაცვის უწყების ცნობით, კოვიდ 19 უკვე 922-მა პაციენტმა დაამარცხა.
ბოლო ინფორმაციით, ჩინეთში კორონავირუსის სიკვდილიანობის მაჩვენებელმა ოთხი პროცენტი შეადგინა.
კორონავირუსის ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე ჩინეთში სულ 80 800-მდე შემთხვევა ფიქსირდება, აქედან 69 600 სრულად გამოჯანმრთელდა.
ჩინეთში კოვიდ 19-ს 3 237 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
თურქეთში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა