კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე, კლინიკური ტესტირება, აშშ-ში დღეს, 16 მარტს დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას „ამერიკის ხმის“ ქართული რედაქცია ავრცელებს.
ტესტირების პირველი მონაწილე ექსპერიმენტულ ვაქცინას დღეს მიიღებს.საზოგადოებრივი ჯანდაცვის ოფიციალური პირების განცხადებით, ტესტირება ერთი წლიდან, 18 თვემდე გასატნს, ვიდრე ვაქცინა სრულყოფილ შემოწმებას გაივლის.
ტესტირება დაიწყება 45 წლის ჯანმრთელ, ახალგაზრდა მოხალისეზე. სპეციალისტების განცხადებით, არ არსებობს რაიმე შესაძლებლობა იმის, რომ მოხალისეები ვაქცინით დაინფიცირდნენ, რადგან ვაქცინა არ შეიცავს ვირუსს. პირველი ტესტირების მიზანია დადგინდეს, რომ ვაქცინა არ იწვევს სერიოზულ გვერდით მოვლენებს. ამის შემდეგ მასზე უფრო ფართომასშტაბიანი ტესტირება დაიწყება.
აშშ-ში, ამ დროისთვის, გარდაცვალების 50 ზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული. 49 შტატსა და კოლუმბიის ოლქში, ჯამში სულ 3 000-მდე ადამიანია ინფიცირებული.
მსოფლიოს მასშტაბით, კი ვირუსით 156 000-ზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა, 5 800-ზე მეტი კი დაიღუპა.