LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა შეიძლება გააკეთონ კომპანიებმა კრიზისის დროს? – სწორი მარკეტინგის ძალა

198
23

რა შეიძლება გაკეთდეს კრიზისისა და გაურკვევლობის დროს? საჭიროა თუ არა ახალი გეგმის შედგება?

სარეკლამო სააგენტო WAKE_UP Call -ის ხელმძვანელი ბრედლი ჯონსონი მიიჩნევს, რომ მიმდინარე კრიზისის ფონზე ეკონომიკას სჭირდება ძლიერი მარკეტერები. მარკეტინგი ეხმარება ვაჭრობას, ბიზნესგარიგებებს, სერვისებს…იმ შემთვევაშიც კი, როცა კომპანია გაკოტრების ზღვარზეა.

ჯონსონი აღნიშნავს, რომ 2001 წელს საავტომობილო წარმოებას  შექნილი კრიზისის დროს სწორმა მარკეტინგმა საავტომობილო ვაჭრობა გადაარჩინა(General Motors).

იგი ადარებს დღევანდელ კრიზსს იმ დროინდელ მოვლენებს და ამბობს რომ გამოსავალი სწორ მარკეტინგშია.

ნებისმიერი კრიზისი დროს აჩერებს. მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა უნდა გავიხედოთ წინ.

General Motors-ი კრიზისის დროს მომხარებლებს სთავაზობდა 0 % სესხს 84 თვეზე, ასევე, აქტიურ საკრედიტო მომხარებლებს გადაუვადა გადახდები 120 დღემდე.

მიმდინარე დღეებში რამდენიმე საავტომობილო ბიზნესმა ამ მეთოდს მიმართა და კონკურენტი კომპანიის გამოცდილება გაიზიარა. ასეთი ტიპის აქციები გამიზნულია დაეხმაროს მყიდველებს, ვინაიდან COVIN19-მა გამოიწვია გაურკვევლობა და დაბნეულობა მომხმარებლებში. ეს კამპანიები არის დემოსტრირება იმისა, რომ მომხმარებელმა იგრძნოს მხარდაჭერა. საფინანსო შეთავაზება არის მეთოდი, რომ შემატო ახალი ძალა მომხმარებელს.

მაშინ, როცა მსოფლიოს უმეტესი ნაწილი ახლა იწყებს სრული მასშტაბით კორონავირუსის შედეგების გაცნობას, ჩინეთში სააგენტოები უკვე უბრუნდებიან სამუშაო გარემოს პირველად იანვრის შემდეგ.

ტექნოლოგიებით მუშაობას აქვს უარყოფითი მხარეებიც, მათ შორის როგორიცაა ჩაკეტილობა. ამერიკული მედიები იუწყებიან, რომ ვაშინგტონს აქვს აქტიური მოლაპარაკებები GOOGLE-თან და სოციალურ ქსელებთან, ასევე ჯანდაცვის ექსპერტებთან, თუ როგორ გამოიყენონ ლოკაციის მონაცემები, რათა ებრძოლონ კორინავირუსს. მედიების ინფორმაციით, ეს მათ დაეხმარებათ გაარკვიონ, იცავენ თუ არა ადამიანები იზოლაციის წესებს. თუმცა, ჯონსონის სააგენტოში მიიჩნევენ, რომ აღნიშნული წინააღმდეგობაში მოდის პეროსონალურ ინფორმაციასთან.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g