LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თიბისი ბანკმა 50 მილიონი დოლარის ფინანსური რესურსი მოიზიდა

85
unnamed

„თიბისი ბანკმა“ ოპეკის საერთაშორისო განვითარების ფონდისგან 50 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სასესხო ხელშეკრულება გააფორმა. ფინანსური რესურსი საქართველოში საერთაშორისო ვაჭრობის  დაფინანსებას მოხმარდება.

„მოხარული ვარ, რომ ოპეკის საერთაშორისო განვითარების ფონდთან ასეთი წარმატებული თანამშრომლობა შედგა. მოზიდული ფინანსური რესურსით „თიბისი“ ადგილობრივი ბიზნესების უფრო აქტიურ მხარდაჭერას გააგრძელებს, მათი საერთაშორისო ოპერაციების დაფინანსების მიმართულებით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე. მინდა, მადლობა გადავუხადო ოპეკის ფონდს პარტნიორობისა და მხარდაჭერისთვის ,  – განაცხადა „თიბისი ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა, ვახტანგ ბუცხრიკიძემ.

ცნობისთვის, ოპეკის საერთაშორისო განვითარების ფონდი  OPEC-ის სტრუქტურაში შემავალი წევრების მიერ 1976 წელს დაარსდა, განვითრებად ქვეყნებში ეკონომიკის ზრდის ხელშეწყობის მიზნით.  ოპეკის ფონდი ფოკუსირებულია ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა: კვება, ენერგია, სუფთა წყალი და სანიტარია, ასევე ჯანდაცვა და განათლება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g