დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე აცხადებს, რომ კორონავირუსით ინფიცირებულთა ახალი შემთხვევების ახალი კლასტერი დაფიქსირებული არ არის. პაატა იმნაძის განმარტებით, ახალი შემთხვევებიდან 4 ადამიანი არის მარნეულიდან გადმოყვანილი პაციენტის ოჯახის წევრები. მისი თქმით, ამ ეტაპზე სხვა პირებისა და ჰოსპიტალის პერსონალის ანალიზის პასუხი ვირუსზე უარყოფითია. ამის შესახებ იმნაძემ უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ არცერთი დამატებული შემთხვევა, რაც დღეს ქვეყანაში გამოვლინდა, ახალი კლასტერები არ არის. ესენი გახლავთ 4 ადამიანი მარნეულიდან, იმ ქალბატონის ოჯახის წევრები, რომელიც ამჟამად თბილისშია ჰოსპიტალიზირებული. ეს ძალიან ახლო და მჭიდრო კონტაქტებია. მარნეულში სხვა პაციენტებიც გამოვიკვლიეთ, რომლებიც იმავე საავადმყოფოში – „ჰეოჰოსპიტალსში“ იყვნენ, სადაც ეს ქალბატონი იწვა. ასევე გამოკვლეულია „ჯეოსპიტალსის“ პერსონალი. ტესტირების შედეგად, ყველაზე უარყოფითი პასუხი მოვიდა“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.