LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპაში უსახლკაროდ დარჩენილი ქართველებისთვის დახმარების ფონდი შეიქმნა

531
dd

ევროპაში უსახლკაროდ დარჩენილი საქართველოს მოქალაქეებისთვის დახმარების ფონდი შეიქმნა. ინფორმაციას ქართული დიასპორის სავაჭრო-სამრეწველო პალატა ავრცელებს.

„ქართული დიასპორის სავაჭრო-სამრეწველო პალტა მიმართავს უცხოთში მცხოვრებ თანამემეულე ბიზნესმენებს გულთან ახლოს მიიტანონ ჩვენი თანამემამულეების პრობლემები და დიდი ქართველის ბიზნესმენის, დავით სარაჯიშვილის სულისკვეთითებით მონაწილეობა მიიღონ უცხოეთში გაჭირვაში მყოფი თანამემამულეების დასახმარებლად!!!

მოგიწოდეთ გახდეთ ჩვენი დროის “დავით სარაჯიშვილები” – თქვენ ეს შეგიძლიათ!!! თქვენი მხარდაჭერა იქნება ქართული სოლიდარობის კარგი მაგალითი და მადლიერი თაობა სიამაყით გაიხსენებს თქვენს თავდადებას!!!

ქართული დიასპორის სავაჭრო- სამრეწველო პალატა და მისი წევრი ქართველი დიასპორელი მეწარმეები სრულად ვაცნობიერებთ, რომ არსებულმა ვითარებამ განსაკუთრებული სირთულეების წინაშე დააყენა იტალიაში, ესპანეთში, საფრანგეთში, გერმანიაში, უკრაინაში, რუსეთში და საბერძნეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეები. მათი უმეტესეობა კარგავს სამუშაო ადგილს და უახლოეს მომავალში უცხო ქვეყანაში უმუშევრად დარჩენა ელოდება, ხოლო იმის გათვალისიწნებით, რომ მათი უმეტესობა შინამოსამსახურეები, ან მომსახურების სფეროში არიან დასაქმებულები, უმუშევრობასთან ერთად უსახსრობის გამო უსახლკაროდ დარჩენის საფრთხის წინაშე დგება. სამწუხაროდ, დღეს უკვე გვაქვს ამის არაერთი მაგალითი სხვადასხვა ქვეყანაში.

ქართული დიასპორის სავაჭრო-სამრეწველო პალატის წევრი ქარველი დიასპორელი მეწარმები და მათი ორგანიზაციები უკვე ახორციელებენ უსახლკაროდ დარჩენილი ჩვენი თანამემამულეების დახმარებას მათ ადგილსამყოფელ ქვეყანებში, თუმცა საკმარისი რესურსი დავეხმაროთ ყველა უსახლკარო თანამემამულეს ამ ძნელბედობის ჟამს არ გაგვაჩნია. ამიტომაც, ამ მიზნით ქართული დიასპორის სავაჭრო-სამრეწველო პალატის მიერ შეიქმნა ევროპაში უსახლკაროდ დარჩენილი თანამემამულეების დახმარების სპეციალური ფონდი და ონლაინ შემოწირულობების პლატფორმა ? https://www.whydonate.nl/…/georgia-for-emigrants-against…/en რომლის გამოყენებით ყველას შეუძლია თავისი წვლილი შეიტანოს და დააბინავოს უსახლკაროდ დარჩენილი ჩვენი თანამემაულეები….

ამ სისტემით თქვენს მიერ განხორციელებული შემოწირულობა აკუმულირდება ქართული დიასპორის სავაჭრო-სამრეწველო პალატის სპეციალურ ანგარიშზე სს „ქართუ ბანკში“, ხოლო მის განკარგვა მოხდება, სხვადასხვა ქვეყნიდან დისპორული ორგანიზაციების მიერ მოწოდებული გადამოწმებული ინფორმაციის საფუძველზე, სპეციალურად შექმნილი სამეთვალყუერო საბჭოს მიერ….

ქართველი დიასპორელი ბიზნესმენები #Covid19-ის წინააღმდეგ!!!“, – ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g