LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

5000 ტონა შაქარი, 500 ტონა მაკარონი – რომელი პროდუქტების მარაგს ქმნის მთავრობა

177
სურსათ

კორონავირუსის გავრცელების პარალელურად შეკითხვები გაჩნდა, არის თუ არა ქვეყანაში პირველადი მოხმარების პროდუქტების მარაგი. როგორც აღმოჩნდა, მთავრობამ უკვე გამოსცა განკარგულება არა უმეტეს 5 000 ტონა შაქარს, 500 ტონა მაკარონის ნაწარმსა და 1 500 000 ლიტრ მზესუმზირის ზეთს შეისყიდის. ეს განკარგულება პრემიერმა 26 მარტს გასცა.

“განსაზღვრული ღონისძიების გატარების მიზნით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ასიგნებებიდან გამოიყოს 16 000 000 ლარი და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წინადადების საფუძველზე ფინანსთა სამინისტრომ უზრუნველყოს 2020 წლის ბიუჯეტში შესაბამისი ცვლილებების განხორციელება”, — წერია განკარგულებაში.

შეგახსენებთ, დღეს ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა მოსახლეობას მიმართა, რომ მარაგები ქვეყანაში საკმარისია და ამ მხრივ სანერვიულო არაფერია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g