საქართველოს 100-მდე მოქალაქე დღეს ბულგარეთიდანაც დაბრუნდება. ქართული ავიაკომპანია Myway Airlines-ი ჩარტერულ რეისს განახორციელებს. სპეციალური რეისით, ბულგარეთის ქალაქ ბურგასიდან ჩვენი მოქალაქეები სამშობლოში დაბრუნდებიან.
რეისი ბოინგ 737-800 ტიპის საჰაერო ხომალდით შესრულდება. თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თბილისის დროით 16:30 საათზე დაეშვება.
ნიდერლანდებიდან დღეს საქართველოს 180 მოქალაქე დაბრუნდება
Georgian Airways-ის საჰაერო ხომალდი ამსტერდამის მიმართულებით უკვე გაფრინდა
როგორც Myway Airlines-ში აცხადებენ, სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, ავიაკომპანია სპეციალურ რეისს თვითღირებულებით ასრულებს. საქართველოს მოქალაქეების ტრანსპორტირების პროცესში, Myway Airlines-ი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებით ხელმძღვანელობს. COVID-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, თვითმფრინავში, მგზავრების განლაგება მოხდება ჭადრაკისებრი პრინციპით, ხომალდის ეკიპაჟი კი შემოსილი იქნება სპეციალური აღჭურვილობით.