LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახეთში, თონეში ერთმა ბიჭმა 200 ლარი დატოვა, ხალხისთვის პური უფასოდ რომ მიეცათ

2994
13-n

მიმდინარე მოვლენებისა და კორონავირუსის გამო, უმუშევრად დარჩენილი უამრავი ადამიანის ფონზე, ქვეყანაში სულ უფრო ხშირად ჩნდებიან პირები, რომლებიც მზად არის სხვებს უანგაროდ დაეხმარონ.

ამჯერად, კახეთში, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ საკობიანოში მდებარე პურის ერთ-ერთ საცხობში, ადგილობრივმა მაცხოვრებელმა თონეში 200 ლარი დატოვა, რათა აქ მისულ მოქალაქეებს პური უფასოდ დაურიგონ. უცნობილი ქველმოქმედი ბიჭის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში, პანკისის ხეობაში მცხოვრები ისლამ გორგიშვილი ავრცელებს.

“დიდი მადლობა ამ ადამიანს. დალ სააყ დუაილდ. დღეს, საკობიანოში “რამინას ფურნე” მაღაზიაში მივედი პურის საყიდლად და 5 ლარი მივაწოდე გამყიდველს. 5 პური მომცა და თან ჩემი 5 ლარიანიც დამიბრუნა. ვკითხე, რა ხდება მეთქი და დღეს ერთი ქისტი ბიჭი მოვიდა და ფული დატოვა, ვინც მოვა პურზე, ფული არ გამოართვათო. ვინ იყო მეთქი ის ქისტი ბიჭი და არ ვიცითო, უთქვამს ჩემი ვინაობა არ თქვათო. იმ პურის მცხობელმა მითხრა ეს თქვენებურად სააყა არისო. გარეთ ერთი ფშაველი კაციც იდგა და მან მითხრა, იმ ქისტმა ბიჭმა რამინას 200 ლარი მისცა, რომ ხალხს პური უფასოდ დაურიგდესო”, – წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ისლამ გორგიშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g