იაპონიაში კორონავირუსის გამო 7 აპრილს საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ამის მიუხედავად გასული დღე-ღამის განმავლობაში დაინფიცირებულთა რიცხვი 500-ით გაიზარდა.
ქვეყენაში ინფიცირებულთა რიცხვმა 4 768-ს მიაღწია.
პრემიერ-მინისტრი სინძო აბემ მოუწოდა მოქალაქეებს, ქუჩაში გადაადგილებისგან თავი შეიკავონ და სოციალური დისტანცია დაიცვან. ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა 6 მაისამდეა გამოცხადებული.
იაპონიაში წელიწადის ამ დროს საკურა ყვავილობს.
კარანტინის მიუხედავად მოსახლეობის ნაწილი გაზაფხულის სიმბოლოს ნახვაზე უარს ვერ ამბობს.