LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კარანტინის გამო დაცარიელებული ქალაქები ცხოველებმა დაიპყრეს – გარეული თხები, ირმები, იხვები თუ პუმა (ფოტო)

610
animlswolrd

პლანეტის მოსახლეობის დიდი ნაწილი კარანტინში ან თვითიზოლაციაში იმყოფება. ბევრ ქვეყანაში ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა, ყველაფერი გაჩერდა და საზღვრებიც დაიხურა.

მანამ სანამ ხალხი სახლიდან არ გამოდის, ცხოველთა სამყარო იღვიძებს – გარეული თხები ქუჩებში დასეირნობენ, ფარშევანგები ზოოპარკიდან გამოიპარნენ და ქალაქის ცენტრში მოეწყვნენ, მაიმუნები კი ავტომობილებით ერთობიან.

ზოგიერთ დასახლებაში ველური ბუნების წარმომადგენლებიც შეამჩნიეს. მაგალითად სანტიაგოს ქუჩებში პუმა დანავარდობს, სან–ფრანცისკოში – კოიოტები, ხოლო ბარსელონაში – გარეული ღორები გამოჩნდნენ.

ნახეთ, თუ როგორ ერთობიან ცხოველები მაშინ, როცა ადამიანები სახლებში სხედან:

თურქეთის ქალაქ ადანაში იხვებმა ნამდვილი მსვლელობა მოაწყვეს

გარეულმა თხამ ჩათვალა, რომ დასასვენებლად ახლა საუკეთესო დროა – უელსი, დიდი ბრიტანეთი

ფარშევანგი დუბაის ქუჩებში დასეირნობს

უსაყვარლესი შველის ან ირმის ნახვა იაპონიის უძველეს დედაქალაქ ნარაში სხვა დროსაცაა შესაძლებელი. სწორედ ამ მიზეზის გამო პრეფექტურას უამრავი ტურისტი აკითხავს და ცხოველების გამოკვება ყველასათვის საყვარელი საქმიანობაა. ამჟამად რა თქმა უნდა, ტურისტები არ არიან, ირმები კი უფრო მომრავლდნენ.

უელსში გარეული თხები ისე იქცევიან, თითქოს ყველაფრის ბატონ–პატრონები იყვნენ.

ერთი წლის პუმა სანტიაგოს(ჩილე) ქუჩებში საკვებს ეძებს

ირმები შრი–ლანკას ქუჩებშიც გამოჩნდნენ

კოიოტი სან–ფრანცისკოს ცნობილი ხიდის წინ პოზირებს

უპატრონო ძაღლი კოსოვოს ქუჩებში

დაცარიელებული მეხიკოში ციყვები დარბიან

ინდოეთში ავტომობილები მაიმუნებმა დაისაკუთრეს

პანთეონის სანახავად რიგში ჩამდგარი კატა – ათენი, საბერძნეთი

საფრანგეთის ნაციონალურ პარკში ხალხის ნაცვლად დელფინები ერთობიან

ნიუ–იორკის პარკს გარეული იხვები შეესივნენ

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g