LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიოში ყველაზე ასაკოვანი პაციენტი, რომელმაც კორონავირუსი დაამარცხა 107 წლისაა

143
BB12o0yw (1)

ნიდერლანდელმა კონრელია რასმა COVID-19 წარმატებით დაძლია და გამოჯანმრთელებულ პაციენტებს შორის ყველაზე ასაკოვანის ტიტულიც მოიპოვა.

ქალბატონმა 107 წლის იუბილე 16 მარტს აღნიშნა და ვირუსის ნიშნები მეორე დღიდან დაეწყო. კორნელია მოხუცებულთა თავშესაფარში მდებარე სამლოცველოში წირვას ესწრებოდა და იქვე მყოფ 40 მეზობელთან ერთად დაინფიცირდა. მოხუცს ძლიერი ხველება და მაღალი ტემპერატურა აღენიშნებოდა. მას ტესტიც გაუკეთეს და პასუხი დადებითი იყო.

2 კვირის შემდეგ კი ქალბატონი სრულებით გამოჯანმრთელდა, რასაც ვერ ვიტყვით მის რამდენიმე მეგობარზე.

როდესაც სამწუხარო ინფორმაცია შემატყობინეს, სიმართლე გითხრათ, ვერც კი ვიფიქრებდი, რომ კორნელია გადარჩებოდა. მეგონა, რომ მისი ასაკი გადამწყვეტი იყო“. – იხსენებს მოხუცის დისშვილი მაიკი. „როდესაც ექიმმა დაგვირეკა და სასიხარულო სიახლე გვამცნო, ვერც კი აგიხსნით როგორ ამოვისუნთქე. ის ძალიან ძლიერი აღმოჩნდა და ყველა გაგვაოცა“.

კორნელიას გამოჯანმრთელება ექიმებისთვისაც დიდი სიურპრიზი იყო, რადგან ქალბატონს ფაქტობრივად არანაირი მედიკამენტი არ მიუღია და ვირუსი თავისი რწმენით და ბრძოლისუნარიანობით დაძლია.

შეგახსენებთ, რომ ყველაზე ხანდაზმული გამოჯანმრთელებულის სტატუსი აქამდე 104 წლის ამერიკელ ვეტერანს, ბილ ლეპშისს ქონდა. COVID-19–ის დამარცხება არც მას გასჭირვებია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g