თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო პერსონალს სამების ტაძრიდან ბზობა მიულოცეს და ბზები მიუტანეს. ამის ამსახველი ფოტოები ცენტრის ფეისბუქგვერდზე გავრცელდა.
ფოტოებზე ჩანს, რომ ექიმები ბზებით ხელში სასულიერო პირთან ერთად დგანან.
“ბზობის ბრწყინვალე დღესასწაული მოგვილოცეს სამების საკათედრო ტაძრიდან”,- წერენ ფეისბუქ გვერდზე.
https://www.facebook.com/aidscenter.ge/posts/2583750178562029