LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი, შესაძლოა, თანამდებობაზე დაბრუნდეს – გიორგი ანდრიაძე

219

დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი, შესაძლოა, პატრიარქის მდივნის თანამდებობაზე დაბრუნდეს, ამის შესახებ შესახებ საპატრიარქოს უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გიორგი ანდრიაძემ განაცხადა.

მისი თქმით, მამა მიქაელმა ემოციური განცხადება გააკეთა.

”პატრიარქის პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით არ ვიცი, თუმცა ჩემი პირადი აზრია, რომ მიქაელ ბოტკოველი არის პატრიარქის ერთგული თანამებრძოლი და ეკლესიაში იქნება მის გვერდით”, – განაცხადა ანდრიაძემ.

მამა მიქაელ ბოტკოველმა გუშინ საღამოს განაცხადა, რომ პატრიარქის მდივნის თანამდებობა დატოვა.

magti 5g