LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზუგდიდის ბაზარი ღია იქნება მანამ, სანამ დაწესებულ ნორმებს დაიცავენ

152
1ბაზარი

ზუგდიდის აგრარული ბაზარი, რომელიც ერთი კვირის წინ დაიხურა, გუშინ კვლავ გაიხსნა. სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნიის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სავაჭრო ცენტრს ჩაუტარდა შესაბამისი სადეზინფექციო სამუშაოები. პროცესებს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ზედამხედველობის სამსახური, ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოების წარმომადგენლებთან ერთად აკონტროლებდა. ამ დროისათვის აგრარული ბაზრის მხოლოდ ცენტრალური ნაწილია ღია, სადაც იყიდება ხილ-ბოსტნეული და სხვა საკვები პროდუქტი.

“ფორტუნასთან” საუბარში რეგიონის გუბერნიის პრესსამსახურმა განაცხადა, რომ სავაჭრო ობიექტის ჰიგიენურ და სხვა სავალდებულო ზომების ზედამხედველობას აწარმოებენ, როგორც შესაბამისი სამსახურები ასევე სამართალდამცველები. აგრარული ბაზრის შესასვლელთან მობილიზებულია საპატრულო პოლიცია, რომელიც აკონტროლებს ობიექტში შემსვლელთა რაოდენობას.

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის გუბერნიაში აცხადებენ, რომ იმ მოვაჭრეებს, რომლებიც დილას სამუშაოზე გამოცხადნენ, ჩაუტარდათ თერმოსკრინინგი. ასევე, მიმდინარეობს მკაცრი კონტროლი, როგორც პროდუქტის შემოწმების, ასევე დისტანციის და ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ დადგენილი სავალდებულო წესების დაცვაზე.  მათივე ინფორმაციით, ამ დროისათვის ზუგდიდის აგრარული ბაზარი სრულიად აკმაყოფილებს დაშვებულ ნორმებს, თუმცა გადაცდომების შემთხვევაში ბაზრის კვლავ დაკეტვას არ გამორიცხავენ.

ზუგდიდის ბაზარი დაიკეტა: სად უნდა იყიდოს ხალხმა პროდუქტი და რა უნდა ქნან მოვაჭრეებმა

შეგახსენებთ, რომ ზუგდიდის აგრარული ბაზარი 6 აპრილს, მას შემდეგ დაიხურა, რაც ზუგდიდის მერის ინფორმაციით, უსაფრთხოების ნორმები დაცული არ იყო, რაც  ინფექციის გავრცელების საშისროებას წარმოადგენდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g