LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აჭარის მონასტრებში სააღდგომო ღვთისმსახურებას მრევლი ვერ დაესწრება – ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის გადაწყვეტილება

249
55829107-1982390565389070-6434581107919814656-o-5e977e959dd3f

ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა დიმიტრიმ პატრიარქთან შეთანხმებით მიიღო გადაწყვეტილება, რომ ყველა მოქმედ მონასტერში, რომელიც შედის ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიაში სააღდგომო ღვთისმსახურება ღამისთევით ჩატარდება, თუმცა მრევლის გარეშე, – ამის შესახებ ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის პრესსპიკერმა, დეკანოზმა იოანე გორელიშვილმა აჭარის ტელევიზიის ეთერში განაცხადა.

დანარჩენ სამრევლო ტაძრებში, წირვა-ლოცვა კომენდანტის საათის დასრულების შემდეგ, დილის 7 საათიდან დაიწყება.

მრევლი კომენდანტის საათის დაწყებამდე მივა ტაძარში, დილის 6 საათზე კი დატოვებს - დეკანოზი ჯაღმაიძე

"საბოლოო ჯამში, მივიღეთ აუცილებელი პირობები, რომ ამ რთული ვითარების გათვალისწინებით არ მოხდეს ეკლესიის დახურვა მრევლისთვის "

„ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა დიმიტრიმ, პატრიარქთან შეთანხმებით, მიიღო გადაწყვეტილება და გასცა ლოცვა-კურთხევა.

მოგეხსენებათ, ტრადიციულად, სააღდგომო ღვთისმსახურება ყოველთვის აღესრულებოდა ღამისთევით და ახლაც, ყველა მოქმედ მონასტერში, რომელიც მდებარეობს ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიაში, სააღდგომო ღვთისმსახურება ჩატარდება ღამისთევით, თუმცა ეს იქნება მრევლის გარეშე, მხოლოდ იქ მყოფი სასულიერო პირები და მონაზვნები აღასრულებენ ღვთისმსახურებას და თავად მეუფე დიმიტრი ღვთისმსახურებას აღასრულებს ბათუმში, სამების დედათა მონასტერში, საიდანაც იქნება პირდაპირი ჩართვა და ტრანსლირება, ყველას მიეცემა საშუალება სახლიდან მოისმინოს ღვთისმსახურება.

რაც შეეხება სამრევლო ტაძრებს, ყველა ტაძარში ღვთისმსახურება დაიწყება დილის 7 საათზე, რათა მოსახლეობას არ ჰქონდეს პრობლემები კომენდანტის საათთან დაკავშირებით.

დილის 7-ზე დაიწყება ღვთისმსახურება, შესაძლებელი იქნება დასწრება, დისტანციის და იმ რეკომენდაციების დაცვით, რომელიც არის ჯანდაცვის სამინსიტროს მიერ გაცემული“ ,– განაცხადა იოანე გორელიშვილმა.

გარშემო არიან ადამიანები, რომლებმაც არ იციან, რომ არიან ინფიცირებულები. ისინი მოვლენ თქვენთან სტუმრად, მივლენ ეკლესიაში და ყველას გახდიან ავად – იმნაძე

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g