LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართულმა სტარტაპმა ინოვაციური სენსორული ღილაკი შექმნა, რომელიც ვირუსისგან დაგვიცავს

234
1587044063-სენსორული-ღილაკი

კორონავირუსის პანდემიის პრევენციის ფარგლებში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მცირე გრანტების პროგრამის გამარჯვებულმა პროექტმა – sensor.ge სენსორული ღილაკების სხვადასხვა მოდიფიკაცია და დამზადება დაიწყო.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, სენსორული ღილაკი ჩაანაცვლებს ან პარალელურად დამონტაჟდება ლიფტებში, ბანკომატებსა და სხვა ობიექტებზე არსებული ღილაკების გვერდით, რათა თავიდან იქნას აცილებული ღილაკთან ხელით შეხება.

სენსორული ღილაკის სარგებლობისთვის საკმარისი იქნება მომხმარებელმა 0.5-დან 3 სანტიმეტრამდე მიიტანოს ხელი ღილაკთან, რომელიც მომხმარებლისთვის საჭირო ფუნქციას შეასრულებს.

ქართველი ახალგაზრდები პორტატულ სასუნთქ აპარატს და ელექტრონულ პირბადეს შექმნიან

ახალგაზრდა ინოვატორებმა კორონავირუსთან ბრძოლის ფარგლებში, ინოვაციური იდეები წარმოადგინეს

სენსორული ღილაკის საჩვენებელი ვერსია უკვე დამონტაჟდა თბილისის ტექნოპარკის ლიფტში. კომპანიის წარმომადგენლებს დღეს პირადად შეხვდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, რომელმაც ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოში ღილაკების მუშაობა ადგილზე გამოსცადა.

ნათია თურნავას განცხადებით, ეს არის ერთერთი ისეთი მნიშვნელოვანი ინოვაცია, რომელიც სამომავლოდ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ვირუსის გავრცელებისგან დაგვიცავს, რადგან შეიზღუდება გარკვეული ტიპის ტექნიკასთან უშუალო, ხელით შეხება, რისი საჭიროებაც აქამდე იყო.

„ქართულმა სტარტაპმა სენსორ.ჯი-მ წარმოგვიდგინა ახალი ინოვაციური სენსორული ღილაკები, რომელიც შეიძლება გამოვიყენოთ საყოფაცხოვრებო დანიშნულებით, მათ შორის ლიფტებში, ბანკომატებში, ყველგან სადაც გვიწევდა ღილაკზე ხელის შეხება ყოველდღიური ოპერაციების ჩასატარებლად. ამ იდეის მეშვეობით ეს შეიძლება განხორციელდეს ხელის შეხების გარეშე დისტანციურად, რადგან სენსორები ხელის მოძრაობას გრძნობს და შეხება საჭირო აღარ არის“, – აღნიშნა ნათია თურმავამ.

მინისტრის განცხადებით, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ სტარტაპს 15 ათასი ლარის ოდენობის გრანტი გამოუყო პირველი საცდელი პარტიის – 1000 ღილაკის გამოსაშვებად.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g