“რატომ უნდა მოვიხადო ბოდიში მეუფე იაკობს, მითხარით, რა გავაკეთე საბოდიშო, ღმერთმა შეუნდოს, რაც თქვა ჩემზე,”– ეს განცხადება ამირან გამყრელიძემ “პირველი არხის” ეთერში გააკეთა. მან აღნიშნა, რომ შეურაცხყოფა არავისთვის მიუყენებია, აღდგომის დღეებში კი, მეუფეებთან დისკუსიაში შესვლას არ აპირებს.
"მათგან დაავადებული ხალხი ჩვენთან მოდის" - მეუფე იაკობი იმნაძეს და გამყრელიძეს ბოდიშის მოხდას სთხოვს
"უნდა გამოვიდნენ, ბოდიში მოიხადონ, რათა ღირსება შერჩეთ“.
როგორც ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, მეუფე იაკობი პატრიარქთან მის შეხვედრას ესწრებოდა და ძალიან კარგად იცის იმ რეკომენდაციების შესახებ, რომელიც მან მისცა საპატრიარქოს.
„რა კომენტარი უნდა გავაკეთო ახლა, ამ წითელ პარასკევს. რატომ უნდა მოვიხადო ბოდიში,რა გავაკეთე საბოდიშო, გამაგებინეთ. არ არის სასურველი, აღდგომის დღეებში მე ვუპასუხო მეუფე იაკობს. მეუფე ორჯერ ესწრებოდა ჩემს შეხვედრას საპატრიარქოში პატრიარქთან და ძალიან კარგად იცის ჩემი მოსაზრებები ყველაფერთან დაკავშირებით, რა რეკომენდაციებიც მე მივეცი საპატრიარქოს. არაფერი განსხვავებული არ არის, იგივეა, რასაც მოსახლეობას ვაძლევ რეკომენდაციების სახით. ახლა, მაპატიეთ და, ამ ტიპის გამოხტომაზე და გამოსვლაზე ნამდვილად არ მაქვს სურვილი, მეუფეებთან შევიდე დისკუსიაში. მერე, თუ დააინტერესებს მეუფეს, ავუხსნი, რატომ ვარ მე მართალი და რატომ ის არ არის ამ შემთხვევაში მართალი. რანაირი ტონი მქონდა, შეიძლება, მითხრათ? ვინმეს შეურაცხყოფა მივაყენე? ხომ გაქვთ ჩემი გამოსვლების ჩანაწერები? როგორ ფიქრობთ, ვინმეს მივაყენე ან საერთოდ ვაყენებ შეურაცხყოფას?“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ძალიან ვთხოვ მას, რომ მორიდებული იყოს, როდესაც ასაკით უფროს ადამიანს ელაპარაკება – ამირან გამყრელიძე მეუფე იაკობს პასუხობს