„ბოჭორიშვილის კლინიკის ბოქსირებულ განყოფილებაში 54 პაციენტი მკურნალობს. აქედან 1 პაციენტი დაგვემატა ახალი,”- ამის შესახებ ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მაკა სოლოღაშვილის თქმით, კლინიკაში 24 კოვიდინფიცირებული პაციენტიდან ერთი ახალი შემთხვევა ე.წ. ბოლნისის კლასტერიდანაა.
„ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში, ბოქსირებულ სექტორში მკურნალობს 54 პაციენტი. აქედან ერთი პაციენტი დაგვემატა კოვიდ დიაგნოზით, ერთი კი გაეწერა. შედეგად კვლავ 24 პაციენტი გვყავს დადასტურებული კოვიდ დიაგნოზით. ამ 24 პაციენტიდან კიდევ ერთი პაციენტის გამოჯანმრთელება დადასტურდა და ის გაეწერება. ახალი პაციენტი არის ქვეყნის შიდა გადაცემის. არის შუახნის ქალი და მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ის არის ბოლნისის კლასტერი“, – განაცხადა მაკა სოლოღაშვილმა.
მისივე თქმით, კლინიკაში ამ დროისთვის 6 ინფიცირებული არასრულწოვანია და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ამასთან, სოლოღაშვილის განმარტებით, მათთან მყოფი კორონავირუსით ინფიცირებული სასულიერო პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა მეტ-ნაკლებად სტაბილურია.
3 დღის განმავლობაში მხოლოდ 25 ახალი შემთხვევა გვაქვს – მარინა ეზუგბაია
„18 წლამდე ასაკის ექვსი პაციენტი გვყავს, რადგან ერთი არასრულწლოვანი გამოჯანმრთელდა. საბედნიეროდ არასრულწლოვნები თავს ყოველთვის კარგად გრძნობენ.
სასულიერო პირის მდგომარეობა არის ზომიერად დამაკმაყოფილებელი, სტაბილური თუმცა კლავ საყურადღებოებში უნდა მოვისაზროთ. ოთხი პაციენტი საყურადღებო რჩება. კვლევაში ჩასართავად 14 პაციენტი ემზადება“, – განაცხადა მაკა სოლოღაშვილმა.
დილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 6-ით გაიზარდა. ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული.
კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა 408-მდე გაიზარდა