აშშ-ში მოღვაწე ქართველი ექიმი ბექა ბახტაძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და წერს, რომ მისთვის მიუღებელია ექიმების დაპირისპირება და ასევე ისიც, რომ რადგან ექიმი ამერიკაში მოღვაწეობს, მას თავი მაგარი არ უნდა ეგონოს.
გთავაზობთ ბექა ბახტაძის მოსაზრებას:
“მეგობრებო, ყველაფერი იქნება კარგად ! <3 მაგრამ ჯერ არ გადავმხტარვართ, რომ ჰოპ დავიძახოთ 🙂
ახლა არის ყველაზე ცუდი დრო ერთმანეთის ლანძღვისა და გადამტერებისა, განსაკუთრებით ექიმებს შორის, რომელთაც შეჰყურებს უკვე ნერვებს გამოცლილი ქართველი პუბლიკა (თქვენ) !
ახლა არ არის იმ ადამიანების ქილიკის დრო, ვინც წინა ხაზზე მუშაობენ და სიკვდილს ებრძვიან, იციან თუ არა ვირუსის ბიოლოგია, ეგ მათივე პრობლემაა და რამდენაირად ვაპატიოთ ეს შეცდომა მათ.
,,რადგან -ში მუშაობთ, თავი მაგრები გგონიათ?!”
ის, ვინც ამ სახის სტატიებს/აზრებს წერს ემსახურება ერთ რამეს, დეზინფორმაციას! და ვნებს ზოგადად ქვეყნის განვითარებას და კარგად ჯდება ჩვენი მეზობელი ქვეყნის მიერ დაწერილ სცენარში.
დღევანდელობის პრობლემა არის ის, რომ სიმართლე/მართალი ფაქტები ცოტა გვაქვს და ნებისმიერი შეხედულებისა/აზრის წინააღმდეგ დავას ვერ ურთავ თან ჭეშმარიტ ფაქტებს. ასე რომ, არ ღირს ვენების გადაჭრა, არ ღირს საზოგადოებრივი, ე.წ. “ჯოგური” იმუნიტეტის ხსნად გამოცხადება, ეს პანდემია ჩაივლის და როგორცა სჩანს, უფრო დიდ ფსიქოლოგიურ დაღს დაგვასვამს, როგორც ერს, ვიდრე ფიზიკურს.
დადგება მალე ის დროც, როდესაც გვექნება საკმარისი მონაცემები, რომ ის “ჭორები” და “სისულელეები” გავაცამტვეროთ.
მანამდე მკითხველო თავს მიხედე!
შენ ხარ ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი ამ დიალოგისა, დისკუსიისა და აზრთა სხვაობისა!
შენ ხარ, ვისზეც ზრუნვაც შეიძლება მოუწიოს ძალაგამოცლილ ექიმს!
შენ ხარ ის, ვისი ოჯახის წევრი შეიძება დაავადდეს!
და დამიჯერეთ, დაგჭირდებათ ფსიქოლოგიური სიძლიერე შეეცადე, ისედაც შელახულ ნერვებს ბოლომდე არ მოუღო ბოლო.
მე მომდევნო 10 დღე ვმუშაობ ინტენსიურ განყოფილებაში, და დღეს დილით უკვე ერთი პაციენტი მომიკვდა… სიკვდილის ნახვა ყოველ ჯერზე წამომარტყამს ხოლმე თავში და მახსენებს არსებობის ამაოებას.
ბლომად მაქვს 24-საათიანი მორიგეობა ამ დღეებში დადამატებითი განცხადებები, ტელევიზიაში ჩართვა ა.შ. არ ივარგებს.
ერთმანეთის სიყვარულისა და პატივისცემის გარდა არაფერი გადაგვარჩენს !
ეს იყო მართალი პანდემიამდე, ახლაც და იქნება პანდემიის შემდეგაც !
მშვიდობით !”
