LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Lotus-ის ბოლო მოდელს ყოველდღიურ სპორტქარად აქცევენ

58
lotus-newsss

კომპანია Lotus ახალ მოდელზე ძალიან აქტიურად მუშაობს. სპორტქარს სახელი ჯერ-ჯერობით არ აქვს, თუმცა ცნობილია რომ ის იქნება უკანასკნელი მოდელი, რომელიც შიდა წვის ძრავს მიიღებს. სიახლის პრემიერა ამ წლის ბოლოსთვის ან მომავალი წლის დასაწყისისთვის შედგება.

Lotus Cars-ის ხელმძღვანელობის განცხადებით ახალი სპორტქარი ყოველდღიური გადაადგილებისთვის განკუთვნილი ავტომობილი უნდა იყოს. სიახლე ბრენდის სერიულ წარმოებაში უკანასკნელი ბენზინის ძრავიანი მოდელი იქნება. რაც შეეხება ღირებულებას, ფასი 55-დან 100 ათას ფუნტ სტერლინგამდე, ძრავის მოცულობის მიხედვით შეიცვლება.

მომავალი Lotus დიზაინის ელემენტებს 2000 ძალის ჰიპერქარის Evija-სგან ისესხებს და მას ბრიტანეთში, ნორფოლკის საგრაფოში მდებარე ქარხანაში ააწყობენ.

კომპანიისთვის პრიორიტეტი კვლავ სპორტქარებია, თუმცა სხვა სფეროების განვითარებაზეც არ ამბობს უარს. ყოველდღიური მოხმარების სპორტქარის შექმნის სურვილიც ამ ფაქტორმა განსაზღვრა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g