კორონავირუსის ვაქცინის შექმნას ბევრ ქვეყანაში ცდილობენ. დიდი ბრიტანეთის პარალელურად გერმანიამაც მიიღო უფლება, რომ ვაქცინის ადამიანებზე გამოცდა დაიწყონ. კომპანია Biontech უკვე ატარებს ცდებს მოხალისეებზე.
ბრიტანეთში კორონავირუსის ვაქცინის კლინიკურ გამოცდას იწყებენ
"ჩვენ პასუხი უნდა მივიღოთ ორ კითხვაზე".
გერმანიის ჯანდაცვის მინისტრი იენს შპანი ოპტიმისტურადაა განწყობილი.
„ჩვენ ვაქცინის პირველ გამოცდას ვიწყებთ. გამოცდას მხარი დაუჭირა პაილ ერიხის სახელობის ვაქცინისა და ბიომედიცინის ინსტიტუტმა. პრეპარატს თავდაპირველად 200 მოხალისეზე გამოცდიან 18-დან 55 წლამდე ასაკის ადამიანებში. ეს ძალიან კარგი სიგნალია. ეს ნიშნავს, რომ ჩვენს ქვეყანაში ვაქცინაზე მუშაობა იმდენად წინ წავიდა, რომ შესაძლებელია, ცდების ადამიანებზე ჩატარება, მაგრამ ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ამ ყველაფერს თვეები დასჭირდება”.
შეგახსენებთ, დღეს უკვე დაიწყეს ვაქცინის გამოცდა დიდ ბრიტანეთში. ამ მიზნით ქვეყანამ 20 მილიონი სტერლინგი გამოყო.
