საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმთან დაკავშირებული გადაწყვეტილება ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნდა, შესაბამისად, უვიზოდ მიმოსვლას 20 დღეში შევძლებთ.
მოკლევადიანი ვიზიტები ევროკავშირის 22 წევრ, 4 არაწევრ და 4 კანდიდატ ქვეყანაში შეგვეძლება.
საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შემოღებასთან დაკავშირებულ რეგულაციას ევროპარლამენტის პრეზიდენტმა ანტონიო ტაიანიმ და მალტის საპარლამენტო მდივანმა კრის აგიუსმა ხელი 1 მარტს მოაწერეს.
ევროკავშირის საბჭომ ცვლილება რეგულაციაში 27 თებერვალს დაამტკიცა, რომელიც საქართველოს მოქალაქეებისათვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღებას ითვალისწინებს.