LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პაოლო ჯენტილონი რომში ოფიციალური ვიზიტით მყოფ გიორგი კვირიკაშვილს ოფიციალური ცერემონიით დახვდა

89

იტალიის პრემიერ-მინისტრი პაოლო ჯენტილონი რომში ოფიციალური ვიზიტით მყოფ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს ოფიციალური ცერემონიით დახვდა.

კიჯის სასახლეში, საპატიო ყარაულის თანხლებით, შესრულდა ორი ქვეყნის ჰიმნი. პრემიერ-მინისტრებმა ერთმანეთს სამთავრობო დელეგაციის წევრები წარუდგინეს.

იტალიის პრემიერ-მინისტრმა პაოლო ჯენტილონიმ ქართველი კოლეგის ოფიციალურ ვიზიტს რომში „ეკონომიკურ-კულტურული თანამშრომლობის ახალი ეტაპი და მკვეთრი დინამიკა საქართველო-იტალიის ურთიერთობებში“ უწოდა.

იტალიის მთავრობის მეთაურმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს მადლობა გადაუხადა ვიზიტისთვის, რაც, მისი თქმით, ხელს შეუწყობს ორმხრივი თანამშრომლობის კიდევ უფრო გააქტიურებას.

პრემიერ-მინისტრებმა საქართველო-იტალიის ურთიერთობების მიმდინარე საკითხები განიხილეს. ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავის თარიღზე.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მხარეებმა ისაუბრეს სავაჭრო-ეკონომიკურ და საინვესტიციო პოტენციალზე, საქართველოს უნიკალურ გეოსტრატეგიულ მდებარეობაზე, სოფლის მეურნეობის, ენერგეტიკის, ტურიზმის სექტორში თანამშრომლობის პერსპექტივებზე. აღინიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტის ფარგლებში გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმების მნიშვნელობა და გამოითქვა იმედი, რომ იტალია-საქართველოს ბიზნესფორუმი საფუძველს ჩაუყრის ახალ იტალიურ ინვესტიციებს საქართველოში.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და იტალიას შორის არსებულ დინამიურ თანამშრომლობას კულტურის, განათლებისა და მეცნიერების, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g