ბათუმში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე 250 მედიკოსი გამოიკვლიეს. გამოკვლეულთა შორის იყვნენ როგორც ცალკეული კლინიკების, ასევე სასწრაფო დახმარების მედიკოსები
აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, ნინო ნიჟარაძის ინფორმაციით ყველა ანალიზის პასუხი უარყოფითი იყო.
სამინისტროს ინფორმაციით, მედიკოსების და სხვა რისკ-ჯგუფების გამოკვლევის პროცესი გაგრძელდება. მედიკოსების შემდეგ მასობრივად გამოიკვლევენ საკარანტინო ზონების თანამშრომლებს.
უკვე გამოკვლეულია 150 მებაჟე, რომლებსაც ვირუსი არ დაუდასტურდათ.