დღეს დილით ბოლნისში კორონავირუსის 19 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. .
დღეს დადასტურებული შემთხვევების გათვალისწინებით, ბოლნისის მუნიციპალიტეტში 80 დადასტურებული შემთხვევაა.
მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო ორ სოფელში – ხატისოფელსა და მუშევანში ზომები გამკაცრდა. აღნიშნულ სოფლებში საკონტროლო გამშვები პუნქტები მოეწყო.
ამ დროისათვის არსებული ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 456 შემთხვევა ფიქსირდება, აქედან 132 პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა.