LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 496-მდე გაიზარდა

96
Capture

საქართველოში “კოვიდ 19”-ის კიდევ 10 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა და მთლიანობაში მათმა რიცხვმა 496-ს მიაღწია. ამის შესახებ ინფორმაცია ცოტა ხნის წინ მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე განახლდა.

გამოჯანმრთელებულია 149 ადამიანი, გარდაცვლილი კი 6.

ამ ეტაპზე კარანტინის რეჟიმში 4833 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 571.

რაც შეეხება უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილ საქართველოს მოქალაქეებს, მათი რაოდენობა კვლავ სამია.

 

 

magti 5g